პრემიერის გადაწყვეტილებით კახა კახიშვილის და სოზარ სუბარის უწყება უქმდება

პრემიერის გადაწყვეტილებით კახა კახიშვილის და სოზარ სუბარის უწყება უქმდება

ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან ახალი მთავრობის მცირე კონცეფციის წარდგენს დროს განაცხადა.  მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ექნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრი აპარატი. 

"ჩვენ შევიმუშავეთ მთავრობის მცირე კონცეფცია მაქსიმალურად მოქნილი და ოპერატიული თავისი გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ახალი სტრუქტურით ჩვენ გვექნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს: კულტურისა და სპორტის სამინსიტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოში ადამიანი, მათზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა და აქედან გამომდინარე ამ მიმართულებების, როგორიცაა განათლება კულტურა და სპორტი ამ დარგების მაღალი კოორდინაციის ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს.

ოკუპირებული ტერიტორიებდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინსიტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყება შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცით განვთიარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.


დაწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას,რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რა საკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მშპს მიმართულებით ეტაპობრივად ჩამოვა 3,9 %-ზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული 3,9% იქნება ის მაქსიმუმი ზედა მაჩვენებელი, რითაც უნდა ვიხელმღვანელოთ

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები