პრემიერი: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სახელმწიფო მინისტრის აპარატს უერთდება

პრემიერი: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სახელმწიფო მინისტრის აპარატს უერთდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უერთდება. აღნიშნული სიახლის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, რელიგიის სააგენტოსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა ერთმანეთთან დაკავშირებულია.

“საკითხები, რომელთა მოგვარებითაც რელიგიის სააგენტოა დაკავებული, ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპთან.

ზოგადად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია და ჩართული უნდა იყოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ცხადია, რომ ეს გახლავთ საკითხი, რომელიც აქტუალურია, მნიშვნელოვანია და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს შეიქმნა. დღემდე ის უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იყო. მისი მისია
მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში, ისტორიულ გამოცდილებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები