პრემიერი: მინისტრები შვებულებაში ან მივლინებაში არიან, ამიტომ ვერ დაესწრნენ მთავრობის სხდომას

პრემიერი: მინისტრები შვებულებაში ან მივლინებაში არიან, ამიტომ ვერ დაესწრნენ მთავრობის სხდომას

ასე განმარტა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, გუშინ მთავრობის სხდომაზე  რამდენიმე მინისტრის არ დასწრების მიზეზი. 

"მინისტრების გარკვეული ნაწილი მივლინებაში ან შვებულებაში  იყო, აქედან გამომდინარე ზოგიერთი მათგანი ვერ დაესწრო მთავრობის გუშინდელ სხდომას. ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე, ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და გადავუგზავნეთ პარლამენტს განსახილველად. იმედი გვაქვს, ეს პროცედურა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მომეცემა, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ახალი, განახლებული სამთავრობო გუნდით. 

რაც შეეხება გვარებს, ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც ჩვენ წარვდგებით პარლამენტში. ვფიქრობ, გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული და ერაეთიკური იქნება. პარლამენტში ჩვენ წარვდგებით განახლებული სამთავრობო გუნდით და პირველ რიგში თქვენ, მედია და თქვენი მეშვეობით საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გუშინდელ სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი არ დასწრებია. 

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები