სააკაშვილი: მარგველაშვილი არის ლაჩარი, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა

სააკაშვილი: მარგველაშვილი არის ლაჩარი, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, თოქ-შოუ "კვირის აქცენტებში" ლაჩარი უწოდა. მიხეილ საკაშვილმა, ასევე მოუწოდა მარგველაშვილს დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა.

"მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი. იმიტომ რომ ჯერ ჩამომართვა მოქალაქეობა, თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, ელემენტარული რაღაც აქვს გატოკებული დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. მათ მომისაჯეს სასჯელი, ამიკრძალეს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.

სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციები გაიყუჩნენ, სად არის ეს ხალხი? რატომ არ იღებს ხმას, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს არ უშვებენ საქართველოში?", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები