ბესელია: დღეს ზვიად კუპრავას გამოკითხვა დროებითი საგამოძიები კომისიის სხდომაზე, შეცდომაა

ბესელია: დღეს ზვიად კუპრავას გამოკითხვა დროებითი საგამოძიები კომისიის სხდომაზე, შეცდომაა

ამის შესახებ, პარლამენტში დროებითი საგამოძიები კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.


“არ მგონია, რომ სწორია საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება, რომ იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია ან შემსწრეა ან პირველწყაროა, მათზე ადრე ზვიად კუპრავა დაიკითხოს. კუპრავა თვითმხილველი არ არის. გასაგებია მისი პოზიცია. ის პირდაპირ მხარეა. ამიტომ ამ ადამიანის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოწვევა და დღეს გამოკითხვა, არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს. ეს იყო შეცდომა. კომისიიას აქვს მაღალი ვალდებულბები, პასუხისმგებლობა და საჭიროა პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიები კომისიის 17 კაციანი შემადგენლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მუშაობს, სადაც დღეს ზვიად კუპრავას და ამაცე საქმეზე მომუშავე გაომძიებლების ახსნა-განმარტებას მოისმენენ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები