ბესელია დროებით კომისიაზე: მიკვირს, რომ ერთი კვალიფიციური იურისტი არ აღმოჩნდა

ბესელია დროებით კომისიაზე: მიკვირს, რომ ერთი კვალიფიციური იურისტი არ აღმოჩნდა

"ძალიან მიკვირს, რომ ერთი კვალიფიციური იურისტი არ აღმოჩნდა, რომელიც სწორად მოახდენდა რეკომენდაციის ფორმულირებას", - ამის შესახებ პარლამენტში დროებითი საგამოძიები კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ პროკურატურის დისკრეციაა და პირის მიმართ დევნის დაწყება სამართლებრივად შეცდომაა, თუ სხვა რამ არა. საგამოძოებო კომისია ექნება რეკომენდაციები, ექნება ფორმა რეაგირების, მაგრამ ეს ყველაფერი მტკიცებულბებეის შეჯერების შემდეგ უნდა მოხდეს. მაქვს კრიტიკული პოზიცია - ერთია ის, რომ რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა და პასუხიმგებლობის მატარებელი კომისია რეკომენდაციას გასცემს ბოლოს, როდესაც ის მასალებს შეაჯამებს. გარდა ამისა ჩვენ რეგლამენტსა და კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია შესაბამის ორგანოებს გამოძიები დატყების მოთხოვნით მიმართოს - გამოძოების დატყება სხვა რამეა და პირის მიმართ დევნის დაწყება სხვა რამ. პირის მიმართ დევნის დაწყების კომპეტენციის მატარებელი პოლიტიკური ორგანოს საგამოძიებო კომისია არ არის", - განაცხადა ეკა ბესელია.

ცნობისთვის, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიი წევრთა ნაწილი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმეში, რამდენიმე პრის მიმართ გამოძიების დაწყებას და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. 

პარლამენტში დროებითი საგამოძიები კომისიის 17 კაციანი შემადგენლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მუშაობს, სადაც დღეს ზვიად კუპრავას და ამაცე საქმეზე მომუშავე გაომძიებლების ახსნა-განმარტებას მოისმენენ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები