პრემიერმინისტრის აპარატის ხელძღვანელად გიორგი ჭოლაძე დაინიშნა

პრემიერმინისტრის აპარატის ხელძღვანელად გიორგი ჭოლაძე დაინიშნა

ამის შესახებ "აიპრესს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-ინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, რომლის ძირითადი ამოცანებია: საგარეო რისკების ანალიზი და საგარეო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებსა და წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია; უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა; საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორად პოზიციონირებისა და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და ამ კუთხით განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური პოზიციის მომზადების/გავრცელების უზრუნველყოფა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა არასამთავრობო სექტორთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტებისას საპროტოკოლო ღონისძიებათა გატარება; საქართველოში უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის ვიზიტისას პროგრამის შედგენა და ორგანიზება; შესაბამის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებათა/დავალებათა შესრულების კონტროლი; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი.

​2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
​3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის დეტალური კომპეტენცია გაწერილია მის დებულებაში, გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
​4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში შესაძლებელია შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები.
5. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, ტექნიკურ­მატერიალურ და ფინანსურ უზრუნველყოფას", - განგვიცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები