მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს, საკითხის გატანას კი პლენარულ სხდომაზე ითხოვენ. 
 
გამოძიების დაწყებას ნაწილობრივ ეთანხმება კომისიის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
"რადგან ასეთი პრინციპული საკითხია ცალკე წარმოებად იყოს გამოყოფილი, მე იმაში რომ ცალკე იყოს გამოყოფილი, ცალკე ნომერი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა რომ სხვაგანაც შეიძლება ამის გამოძიება, სხვა გამოყოფილ საქმეში და არა სხვა ქურდობის საქმეზე, დაგეთანხმებით რომ იყოს ცალკე წარმოებად საქმე, შესაძლებელი კიდევ უფრო ინტენსიური გახადოს საქმის გამოძიება, მაგრამ ამისთვის ორი მარტივი პირობაა, უნდა ვთქვათ რომ იქაც არ არის პრობლემა და იურიდიულად სწორად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის მუშაობს ასეთი განმარტება.
 
ჩვენ გვაქვს სპეციალური ნორმა 64-ე, რეგლამენტის მე-11 ნაწილი, სადაც კონკრეტულად არის ის ჩამონათვალი, რომელიც გარდა სხვა რეკომენდაციებისა და სხვა დასკვნებისა შეუძლია მიიღოს კომისიამ და პირდაპირ არის მითითებული დასვას გამოძიების საკითხი.
 
ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ გამოძიების საკითხის დაწყებაზე და ამიტომ უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ ნორმებით. ამას არ უნდა დავარქვათ რეკომენდაცია და თვითშეზღუდვა არ უნდა დავიწესოთ, რომ მაინცდამაინც გავიტანოთ პლენარულზე, უფრო მარტივად, ნუ მოკლავთ უფლებამოსილებას ამ კომისიის, გაცილები უფრო ფართო უფლებამოსილება გვქონია სპეციალური ნორმით, რომელიც სამწუხაროდ თქვენ არ წაგიკითხავთ.
 
გამოვიყენო ეს ფართო უფლებამოსილება და თუ თქვენ გინდათ, ჩვენ გუნდში ვიმსჯელოთ საღამომდე ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, დათანხმებაზე, დავარქვათ ის რაც უნდა ერქვას - საკითხის დაყენება და გაძლევთ პირობას, რომ ვიმსჯელოთ თავისი დასაბუთებით და არა ისე, რომ საკითხის დაყენებას დავარქვათ რეკომენდაცია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები