ზვიად კუპრავა. ვაპირებ 7 ადამიანის დასახელებას, რომლებიც ირიბ კავშირში არიან მირზა სუბელიანთან

ზვიად კუპრავა. ვაპირებ 7 ადამიანის დასახელებას, რომლებიც ირიბ კავშირში არიან მირზა სუბელიანთან

პარლამენტში დროებითი საგამოძიები კომისიის 17 კაციანი შემადგენლობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მუშაობს, სადაც დღეს ზვიად კუპრავას და ამავე საქმეზე მომუშავე გამომძიებლების ახსნა-განმარტებას მოისმენენ.

“რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ჩემს წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 366-ე მუხლით. იმისთვის, რომ ინფორმაცია დროულად მივაწოდო საგამოძიებო კომისიას, გამოვთქვი ინიციატივა, რომ ჩემი გამოკითხვა ვადაზე ადრე მომხდარიყო. ექვსი თვის განმავლობაში პრაქტიკულად ყველაფერზე ვლაპარაკობდი, უბრალოდ არ გვისმენდნენ და ეს იყო პრობლემა. რაზეც ვისაუბრებ, ფარდულთან დაკავშირებული დეტალები იქნება. ვისაუბრებ მირზა სუბელიანთან და კახა სირაძესთან დაკავშირებული ადამიანებზე, რომლებიც სირაძესთან და სუბელიანთან ირიბ კავშირში არიან. ვაპირებ შვიდი სახელის დასახელებას. ეს ადამიანები და სირაძე დავალდებულებული არიან მიზრა სუბელიანთან. სუბელიანმა ეს ვალდებულება ბოროტრად გამოიყენა და სირაძეს მოსთხოვა, ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კუპრავამ. 

შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიები კომისიის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დღეს ზვიად კუპრავას გამოკითხვა დროებითი საგამოძიები კომისიის სხდომაზე, შეცდომაა

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები