პრემიერის განახლებულ მთავრობაში 3 ახალი სახეა, შვიდმა მინისტრმა კი თანამდებობა შეინარჩუნა

პრემიერის განახლებულ მთავრობაში 3 ახალი სახეა, შვიდმა მინისტრმა კი თანამდებობა შეინარჩუნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.

მცირე მთავრობაში 3 ახალი სახე იქნება, სხვა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა თანამდებობებს შინარჩუნეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრა – მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

ცნობისთვის, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართელოს მთავრობას 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება.

შეგახსენებთ, ცვლილებამდე საქართველოს 14 მინისტრთა კაბინეტი ჰქონდა, თუმცა, ცვლილებების შედეგად, რამდენიმე უწყება გაერთიანდა.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები