პრემიერმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანი წარადგინა

პრემიერმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანი წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანი წარადგინა.

"ვანო მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა Telia Sonera-ს ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“. ის გახლდათ ამ კომპანიაში ფინანსური და კომერციული დირექტორი.

ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან, ჩემს მიერ წარდგენილი რეფორმათა პაკეტის დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება, ამ კუთხით, არის მართლაც თვალსაჩინო. ის საქართველოში გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით.

შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ იგი მაქსიმალურად დაგვეხმარება ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში. მინდა შეგახსენოთ, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით, 1-დან 1,5%-მდე ზრდა უნდა უზრუნველყოს, სწორედ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ. შესაბამისად, ეს გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება", - განაცხადა პრემიერმა ივანე მაჭავარიანის წარდგენისას. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები