მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არასდროს ჩავერევით

"ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში არ ჩვერევით არასდროს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
ბახტაძე ამ განცხადებით საპარლამენტო ოპოზიციას გამოეხმაურა.

"თქვენ შფოთავთ და ფიქრობთ, რომ ჩვენ მეტად ჩავერევით ეკონომიკაში. განვმარტოთ ჩარევა რა არის. თქვენ იცით, რომ მიყვარს წარსულზე საუბარი და ვარ ფოკუსირებული მომავალზე, თქვენი კითხვის შინაარსი მიდის წარსულში, და მე თქვენ პოლიტიკურ გუნდს ვუთხარი ეს, საბაზრო ეკონომიკაში ჩარევა იყო, როდესაც შს სამინისტროს ბალანსზე სათბურები რომ ჰქონდა, და შს მინისტრი რომ იყო სასათბურე მეურნეობის განვითარებაზე პასუხიმგებელი.

თქვენ თუ საბაზრო ეკონომიკაში ჩარევას გულისხმობთ იმას, რომ დღეს ჩვენი 630 ათასი მოქალაქე არის შავ სიაში, მათ შორის ჭარბვალიანობის გამო, იმის გამო, რომ ადამიანს ჰქონდა 1000 ლარიანი სესხი, 200 ლარი რჩებოდა გადასახდელი და 1000 ლარიდან აჯარიმებდნენ, იმის გამო, რომ უზრუნველყოფილი სესხი ჰქონდა კომპიუტერზე და ამის გამო შეიძლება სახლი დაეკარგა, ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა, ეს არის თაღლითობა, ამაში აუცლიებლად ჩავერევით, გპირდებით", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები