კობერიძე: საკონსტიტუციომ მარიხუანის ფაქტობრივ ლეგალიზებაზე გადაწყვეტილება განმარტოს

კობერიძე: საკონსტიტუციომ მარიხუანის ფაქტობრივ ლეგალიზებაზე გადაწყვეტილება განმარტოს

საკონსტიტუციო სასამართლომ კეთილი უნდა ინებოს და განმარტოს თავის გადაწყვეტილება მარიხუანის ფაქტობრივ ლეგალიზებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე Facebook-ში წერს.
"მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისათვის ასე ერთგვაროვანი და ცალსახა არაა ეს თემა და პასუხს მერე პარლამენტისგან ითხოვს ..

ეს ფაქტობრივად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და გასცეს მაშინ პასუხი მოსახლეობას მთელს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საკონსტიტუციო სასამართლომ", - წერს ლევან კობერიძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი და მისი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები