ხუხაშვილი: ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი სასაცილო ფენომენი იქნება “ოცნებისთვის”

ხუხაშვილი: ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი სასაცილო ფენომენი იქნება “ოცნებისთვის”

“თბილისის, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი ძალიან სასაცილო ფენომენი იქნება თვითონ “ქართული ოცნებისთვის”-ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.
“სრული ფარსია რაღაც “ქართული ოცნების” რიტორიკა, რომ ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია იქცა “ქართული ოცნების” აქტივისტად.

საინტერესოა, რა ფინანსური სქემით მიიღებს ის ამ ყველაფერში მონაწილეობას, ასე რომ მხიარული ცხოვრებით ცხოვრება გველის წინ, თავი რომ გავანებოთ იმას რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, ძალიან სასაცილო ფენომენი იქნება თვითონ “ქართული ოცნებისთვის”,-განაცხადა გია ხუხაშვილმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღს დღეს გამოაცხადებს.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები