სააკაშვილი: მე არაფერი არ მაქვს ისეთი, რის გამოც უნდა მრცხვენოდეს

სააკაშვილი: მე არაფერი არ მაქვს ისეთი, რის გამოც უნდა მრცხვენოდეს

"რამდენად ხელს შეუწყობს ასეთი საზოგადოებრივი ფიგურების მხარდაჭერა იმ ამომრჩევლის გულის მოგებას რომელიც მიჩვეულია წინასაარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობაში გარკვეული შეთქულებების ძებნას და რომელიც მაგლითად ასე ფიქრობს, რომ გრიგოლ ვაშაძე არის რეალურად არა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი არამედ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია, რომელიც ცდილობს გავიდეს ბოლოში ამოფარებული საერთო ოპოზიციურ ქოლგას", - ამ კითხვით მიმართა გადაცემა "არჩევანის" წამყვანა, გიორგი გაბუნიამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
"ჩვენ არაფერს არ ვეფარებით, თქვენს წინაშე ვდგავარ და ვლაპარაკობ, არაფერი არ გვაქვს დასამალი, მე არაფერი არ მაქვს, ისეთი რის გამოც უნდა მცხვენოდეს ან რამეს ვეფარებოდე ამ ხალხში. ეს ხალხი, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე არის თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელები და არამხოლოდ სიცოცხლის ბოლომდე ვიამაყებთ ამით. მრავალი თაობა ჩვენს შემდეგ არა მხოლოდ ჩვენი შთამომავლობის არამედ ქართველი ხალხის, იამაყებს რაც ჩვენ შევქმენით. მე ამაში დარწმუნებული ვარ.

იმის დრო არ არის, რომ ვიტრაბახოთ ჩვენი წარმატებით, პირიქით ახლა ჩვენ თვალსა და ხელს შუა გვენგრევა ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ჩვენს თავს ვერ ვაპატიებთ, რომ ამ ბრძოლაში არ მივიღოთ მონაწილეობა და არ შევწიროთ ყველაფერი რაც შეგვიძლია ამ ბრძოლას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები