მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ პუტინს ტერიტორია წავართვით და დღემდე ვერ უპატიებია ეს

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ პუტინს ტერიტორია წავართვით და დღემდე ვერ უპატიებია ეს

"ჩვენ პუტინს ტერიტორია წავართვით და დღემდე ვერ უპატიებია ეს",-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, იმ პერიოდში აჭარას ფაქტობრივად რუსეთი აკონტროლებდა და მის გასათავისუფლებლად უდიდესი წვლილი მურმან დუმბაძემ შეიტანა, რომელიც იმჟამად ბათუმის უნივერსიტეტის დოცენტი იყო.
-"როდესაც ფართო გუნდს ახსენებთ, ჩვენ ვნახეთ არა უშუალოდ გუნდის წევრები, გუნდის წევრებს შორის, მაგალითად შემიძლია მურმან დუმბაძე გამოვყო, რომელიც ძალიან კრიტიკულად იყო თქვენი გუნდის მიმართ განწყობილი, იყო "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენ გვახსოვს, რა ფორმით გამოდიოდა ის წინასაარჩევნოდ 2012 წელს, ეს ადამიანი შევიდა კიდეც პარლამენტში, როგორც "ქართული ოცნების" წევრი. დღეს ის არის ამ 10 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაპოლიტრიკოსები რომ ჩამოვთვალოთ, ვთქვთ იგივე თაკო ჩარკვიანი, რომელიც იყო მოწინააღმდეგე "ნაციონალური მოძრაობის" და იყო ძალიან დიდი მომხრე "ქართული ოცნების". პაატა ბურჭლაძე იყო თქვენი მოწინააღმდეგე და ახლა ფაქტობრივად, სამკვდრო-სასიცოცხლო აქვთ მასთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. რას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები დგანან ახლა გრიგოლ ვაშაძის გვერდით?

"მურმან დუმბაძეზე მინდა გავიხსენო უფრო ადრინდელი მოვლენები. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბევრს რომ ლაპარაკობენ და საუბრობენ ტერიტორიებზე და ასე შემდეგ. არის ერთადერთი შემთხვევა და რუსეთს ბევრგან აქვს ტერიტორიები დაპყრობილი. ერთადერთი შემთხვევა 1991 წლის შემდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობისა და საბჭოთა კავშირის დალის შემდეგ, როცა რუსეთს ვიღაცამ აახია, წაართვეა უკვე დაპყრობილი ტერიტორიები. ეს არის აჭარის ისტორია, აჭარა პრაქტიკულად იყო სრული კონტროლიქ ქვეშ რუსეთის, იქ მართავდა რუსეთი ლუშკოვისა რუსული მაფიის ხელით. ჩართული იყო მთელი ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყარო, ასლან აბაშიძე იყო ჩვეულებრივი ვასალი ადგილობრივი ფეოდალი მოსკოვის.

მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისში საერთოდ არ ჩამოდიოდა, მხოლოდ მოსკოვში დადიოდა. ბათუმიდან რეისები იყო მხოლოდ მოსკოვში. ინსტრუქცია მოდიოდა მხოლოდ მოსკოვიდან, აჭარაში იდგა რუსული ჯარი და ადგილობრივ ფორმირებებს, ზუსტად ისე, როგორც აფხაზეთში, ცხინვალში, დონბასში ხელძღვანელობდა რუსი გენერალი.

ჩვენ წავართვით პუტინს ტერიტორია, დღემდე ვერ უპატიებია მას ეს ჩემთვის. ამ ამბავში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მურმან დუმბაძემ. მურმან დუმბაძე მაშინ იყო ბათუმის უნივერსიტეტის დოცენტი. მან მართლაც დიდი მოძრაობის გააჩაღა, რამაც საშუალება მოგვცა სისხლისღვრა თავიდან აგვერიდებინა. ჩვენ ამას ასე კარგად ვერ მოვახერხებდით, ამიტომ, რაც არუნდა ექნა შემდეგ მურმანს, მის წვლილს საქართველოს ისტორიაში ვერაფერი წაშლის. მეც ბევრი რაღაც მერე არ მომწონს, რა თქმა უნდა, მერე ვნახე, რომ აქტიურად მიემხრო ივანიშვილს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ივანიშვილი უამრავ ფულს სთავაზობდა და არ გამოართვა ეს ფული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ვინც ივანიშვილს ფულზე უარი უთხრა",-განაცხადა სააკაშვილმა. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები