ნათელაშვილი: მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია ივანიშილის დავალებით მოხდა

ნათელაშვილი: მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია ივანიშილის დავალებით მოხდა

“რაც მოხდა, გახლავთ არა ნარკო ლიბერალიზაცია, არამედ ივანიშვილის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეც ნარკო ოპერაცია”,-ასე აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი “კურიერთან”.
“რაც მოხდა, გახლავთ არა ნარკო ლიბერალიზაცია, არამედ ივანიშვილის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეც ნარკო ოპერაცია.
ნარკო გაყიდვები აქ დაწყებული იყო ოფიციალურად შეუზღუდავად და აი ამ ბიზნესის სათავეში ყოფილიყვნენ ივანიშვილი თავის მამაცაშვილიან, უტიან, ბერაიანად. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა ივანიშვილის დავალებით, იმისათვის, რომ საქართველოში ოფიციალურად დაიწყოს ნარკოტიკებით ვაჭრობა და ამ ვაჭრობის სათავეში, რა თქმა უნდა, იჯდება ივანიშვილი.

აი ეს სკრიპტოვალუტა, ეს ბიტკოინები, ეს ფულის გადარიცხვები, ეს ობშორები, ყველაფერი უკავშირდება ნარკოტიკების დიდი ოდენობით ვაჭრობას, გადაზიდვას, გასაღებას, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს შუა აზიელ ოლიგარქ მაშკევიჩთან ერთად," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები