დავით ბაქრაძე: ევროპაში გრძელვადიანი სწავლისა და მუშაობისთვის ვიზის აღება გამარტივდება

დავით ბაქრაძე: ევროპაში გრძელვადიანი სწავლისა და მუშაობისთვის ვიზის აღება გამარტივდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის დავით ბაქრაძის განმარტებით,  უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს მუშაობისა და გრძელვადიანი სწავლის უფლებას, თუმცა ამ მიმართულებით ვიზის აღება უფრო გამარტივებული იქნება. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას "ქრონიკის" ეთერში განაცხადა. "ეს იქნება დასკვნა, რომელიც მისცემს საშუალებას ევროკომისიას რომ შესაბამისი ინიციატივით მიმართოს ევროპის პარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ეს ორი უწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საკითხს პოლიტიკურ დონეზე განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს 90 დღის განმავლობაში ეს იქნება გადაბმით თუ შეჯმებით 180 დღიდან საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს არ გულიხმობს მუშაობის უფლებას, გრძელვადიანი სწავლის უფლებას, მაგრამ ამ მიმართულებითაც ის რომ ვიზის აღების ვალდებულება რჩება, ეს იქნება ბევრად გამარტივებული, რადგანაც აქ უკვე ჩვენ ვხდავთ, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ისეთ ქვეყნებთან დაკავშირებით, როგორიც საქართველოა, სამეზობლო პოლიტიკას ვგულისხმობ, არის ბერვად უფრო მეტად მოტივირებული, რომ წაახალისოს განსაკუთღებით ახალგაზრდების სწავლა, დასაქმების პროცესები და უზრუნველყოს მდგრადი განვითარებ სამეზობლო ქვეყნებში”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები