გიგლა აგულაშვილი: დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს შური იძიონ ჩვენი საქმიანობის გამო

გიგლა აგულაშვილი: დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს შური იძიონ ჩვენი საქმიანობის გამო

გარემოს დაცვის მინისტრი თბილისის ეროვნულ პარკში მომხდარ ინციდენტს სამართალდამრღვევებთან ეროვნული პარკის დირექტორის უკომპრომისო ბრძოლას უკავშირებს. ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, ლევან კაპანაძის მანქანაში დაუდგენელი პირების მიერ ჩადებული ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი, 30 ვაზნით აღმოჩნდა.

მისი თქმით, ანალოგიური ფაქტი გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეც მოხდა, სადაც ადმინისტრაციის დირექტორის ავტომანქანაში ხელყუმბარა იპოვეს, მუქარის წარწერით „გაფრთხილებთ, წადი!“.

“სამწუხაროდ დღეს ჩვენ საუბარი გვიწევს იმ ფაქტზე, რომელიც გამოვლინდა 27 დეკემბერს, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურეობრივ ავტომანქანაში მის მიერვე აღმოჩენილი იქნა ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით. როგორც სჩანს ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს შური იძიონ იმ საქმიანობაზე რასაც ჩვენ ვახორციელებთ ზოგადად და პირადად ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში”,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. ამჟამად ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს ოპერატიულად გამოიძიოს დანაშაული.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები