"ტემპერატურა 6 იანვრიდან მოიმატებს"-გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-10 იანვარს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. "4-5 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამის საათებში დაბლობსა და ბარში კვლავ მოსალოდნელია ყინვა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 9 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -7 გრადუსამდე. 6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი, ხოლო დღისით +6, +11 გრადუსი",-აღნიშნული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები