დავით ბაქარაძე:  ცხინვალში რეფერენდუმს არანაირი ძალა არ ექნება

დავით ბაქარაძე: ცხინვალში რეფერენდუმს არანაირი ძალა არ ექნება

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმიწფო მინისტრი დავით ბაქრაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს ლეონიდ თიბილოვის განცხადებას ეხმაურება. დავით ბაქრაძის თქმით, ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მას არანაირი ძალა არ ექნება. "ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური ქართველების წმენდას ჰქონდა ადგილი, ზუსტად იმის გათვალისწინებით, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ადგილი ჩვენ ოკუპირებულ რეგიონში, რა თქმა უნდა, მსგავს ღონისძიებებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა და ძალა არ ექნება",-განაცხადა დავით ბაქარაძემ. შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ინტეგრაციის მიზნით ცხინვალში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები