გიგლა აგულაშვილი თოფაძის განცხადებაზე: ჯობს, ცეცხლს ნავთი არ დავასხათ

გიგლა აგულაშვილი თოფაძის განცხადებაზე: ჯობს, ცეცხლს ნავთი არ დავასხათ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საუბარი უნდა დასრულდეს.
„ეს არ არის ის მდინარე, რომელშიც უნდა შევიდე და ვისაუბრო ამ თემაზე, რადგან საკმაოდ ბევრი მოვისმინეთ, მათ შორის, საზოგადოების შეფასებაც და სხვადასხვა ფრაქციის თავმჯდომარეებისაც. ალბათ, დროა, საზოგადოებამ აქ დავსვათ წერტილი. კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ გადაწყვეტილებები, ბოდიშს მოიხდიან, თუ არ მოიხდიან. ჯობს, რომ არ დავასხათ ცეცხლს ნავთი დამატებით და დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ“, - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე, სადაც პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა, თოფაძემ გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. თოფაძის თქმით, „პრეზიდენტმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა“.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები