გიგლა აგულაშვილი: ციხისძირიდან ხეების გადატანაზე პოლიტიკურ დაკვეთას არ ვასრულებ

გიგლა აგულაშვილი: ციხისძირიდან ხეების გადატანაზე პოლიტიკურ დაკვეთას არ ვასრულებ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ციხისძირში მიმდინარე მოვლენებით ცალკეული პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური დივიდენტების დაწერას ცდილობენ. მისი თქმით, არც ერთი მცენარე, რომელთა გადარგვაც ციხის ძირიდან მიმდინარეობს, არ შედის წითელ ნუსხაში. „აქ ზოგადად ერთგვარი მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენტები დაიწეროს ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ეს მცენარეები რაზეც ლაპარაკია, არც ერთი არ არის წითელი ნუსხის მცენარე. ეს უნდა მოჭრილიყო, თავის დროზე ასე იყო დაგეგმილი იმ სანერგე მეურნეობაში , გადატანა გულისხმობს რომ ა წერტილიდან მცენარე უნდა ადავიდეს ბწერტილში, თუ კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით არის თუ არა სათანადო უნარები გადატანისას იმისთვის რომ არ გახმეს, მე ამ დისკუსიაში მზად ვარ ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით, ხოლო თუ საერთოდ იმაზეა საუიბარი, რომ ხე არ უნდა იქნას გადატანილი , ვფიქრობ რომ ეს ლეგიტიმური პოზიცია არ არის“,-აღნიშნა აგულაშვილმა. მან აქვე აღნიშნა, რომ ამ მცენარეების გადარგვასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის ბიძნა ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას არ ასრულებს. „ვერ გავიგე, რა დაკვეთას ვასრულებ, რა დაკვეთა მივიღე , მე ვალაპარაკობ ერთი ხის გადატანაზე ა წერტილიდან ბ-ში და არ ვალაპარაკობ დამკვეთებზე და შემსრულებლებზე , მე არც შეკვეთა მიმიღია, არც დამკვეთი ვიცი ვინ არის, ჩემი ინტერესების სფეროშია რის ხე როგორ ცოცხლობდა ა წერტილზე და ცოცხლობდეს ბ წერტილში“,-განაცხადა აგულაშვილმა.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები