"ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების სასწავლო პროგრამებში ჩართვას ვაპირებთ"

შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მიმდიანრეობს მუშაობა იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა სტუდენტებმა იმ საგანმანათლებლო პროგრამებით ისარგებლონ, რომელიც საქართველოს ევროკაშირთან და აშშ-სთან აქვს. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით კონკრეტული მექანიზმები ამის შესახებ მალე გახდება საჯარო. კომიტეტზე მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გააცნო. "განათლების მეტად ხელმისაწვდომობაზე ქართული სახელმწიფო მუშაობს, ჩვენ ხშირად ვაცხადებთ და ამის უკან კონრეტული სამუშაო დგას, რომ ევროპასთან ინტერგაციის კონტექსტში, მათ შორის ასოცირებით გათვალისწინებული სარგებლის კონტექსტში,  მზად ვართ ეს სარგებელი გავუზიაროთ იქ მაცხოვრებლებს. ამაზე რა თქმა უნდა მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ განათლება, რომ იმ პროგრამებში რომელიც აქვს საქართველოს საკუთარ პარტნიორებთან - ევროკავშირთან, აშშ-სთან შესაძლებელი გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი სტუდენტების ჩართვა. ეს კონკრეტული მექანიზმები ალბათ მალე გახდება საჯარო, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა",-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად  გალში ქართულ ენაზე სწავლება რჩება. "მინდა მოგახსენოთ, რომ 90-იანი წლებიდან ფაქტობრივად 25 წლის განმავლობაში ამ მხრივ ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდებოდა საკმაოდ დისკრიმინაციული პოლიტიკა, თავიდან თუკი იყო 58 სკოლა, საიდანაც 55 იყო ქართული ან შერეული სექტორი, ეს სკოლების რაოდენობა 31 -მდე დავიდა 2008 წლამდე და 2008 წელს 31 სკოლიდან 20 სკოლა გადაიყვანეს ე.წ  ფორმალურად რუსულ სწავლებაზე, ხოლო დარჩენილ 11  სკოლაში, დაწყებით კლასებში წინა აკადემიურ სემესტრში შემოიღეს რუსული სწავლება, მაშინ როცა ქართული როგორც საგნის ენისა და ლიტერატურის სწავლება თითო საათამდე დავიდა. ეს ხდება მაშინ როცა მოსწავლეების 97% და მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების  91 % ეთნიკურად ქართველია. მათთვის მშობლიური ენა ქართული გახლავთ და ყველაფერთან ერთად ისინი არ ფლობენ და ვერ ფლობენ რუსულ ენას, რომელზეც მათ უნდა მოუწიოთ სწვალების წარმართვა. ამიტომ ბერვი ასპექტი აქვს ამ საკითხს, როგორც უფლებრივი ასევე პრაქტიკული და რა თქმა უნდა ემოციური და ფსიქოლოგიური ბავშვებისათვის, რომლებიც არიან ამ შეზღუდვების ძირითადი ობიექტი, ირღვევა ბავშვთა უფლებები, ამიტომ ეს ის თემაა, რომელზეც ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია და არა მხოლოდ ჟენევას, არამედ სხვადასხვა სტრუქტურები ყველა ფორმატს ვიყენებთ და ამ ტრიბუნასაც ვიყენებ იმისათვის, რომ პარლამენტთან ჩვენი თანამშრომლობის სურვილი გამოვხატოთ, რომ ერთად მოვძბნოთ გამოსავალი, რომ ამ ადამიანების ეს უფლება იყოს დაცული. თქვენ გქონდათ რეკომენდაციების ნაწილში ამ ადამიანების სამედიცინო ევაკუაციების უზრუნველყოფა, ამაზე ჩვენ საკმაოდ აქტიური მუშაობა ჩავატარეთ და დღეისათვის შემიძლია ვთქვა ის, რომ გაცილებით უკეთესი სურათი გვაქვს ვიდრე ჩვენ გვაქონდა ამ კონკრეტული მიმართულებით ორი ან სამი წლის წინ, როდესაც მე პირადად ჩავერთე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ შეუფერხებელი იყოს სკოლის მოსწავლეების გადაადგილება რამდენიმე მონაკვეთზე სადაც მათ უწევთ სკოლის სიახლოვის გამო თუ მშობლიურ ენაზე სწავლების შესალებლობის გამო გადმოსვლა გამყოფ ხაზებს მიღმა და ფაქტობრივად ინციდენტების დონეზე ოღონდ აფხაზეთის მიმართულებით ჯერ-ჯერობით არა, თუმცა ასევე განიხილება გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საკითხი, ერგნეთში ანუ ცხინვალის მიმართულებით ფუნქციონირებს ეს მექანიზმი  და ინციდენტების დონზე...მაგალითად დაკავებებია აქ უფრო აქტუალური, როცა ჩენ მოქალაქეებს აკავებენ იმისათვის, რომ საკუთარ მიწაზე გადავიდა, ან ბაღში, ან საქონელს მწყემსავდა, მათის სწრაფი გათავისუფლების და ამგვარი საკითხების პრევენციაზე მიმდინარეობს მუშაობა",-განაცხადა ციხელაშვილმა. მისივე განცხადებით, ქართული მხარის ამოცანა არ არის ეთნიკურად იყოს მსგავსი საკითხები შეფერილი. მისივე განცხადებით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო არა მარტო ეთნიკურად ქართული მოსახლეობა ზარალდება, მისივე თქმით, ორჯერ მეტია მათი სტატისტიკა ვინც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ოკუპრიებული ტერიტორიის მხრიდან ცდილობს და ამის გამო დააკავეს. "ეთნიკურად ქართული მოსახლეობა უფრო მოწყვლადია, თორემ ჩვენთვის აქტიუალურია ადამიანის უფლებების დაცვა მთლიანად მთელი მოსახლეობისათვის ოკუპირებული ტერიტორიებისა, მაგალითად მათი ჩათვლით ვინც ცხინვალის მიმართულებით, იქითა მხრიდან, ანუ ოკუპაციის ხაზის მეორე მხრიდან, რომელიც კონტროლირებადია რუსეთის მიერ  ცდილობენ მაგალითად გადმოსვლას ჩვენს ტერიტორიაზე და ექმნებათ ასევე გადაადგილების პრობლემა და მათი სტატისტიკა ორჯერ აღემატება ბოლო წლების განმავლობაში მათ ვინც საქართველოს მიერ კონტროლირებადი მხარიდან არის დაკავებული. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჰუმანიტარულ პრობლემებს ცხადია არ აქვს ეთნიკური შეფერილობა, ჩვენთვის არ არის სულ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკურად ოსი, თუ სხვა ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობა ასევე დაცული იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვმუშაობთ აქტიურად საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მათი მისიები მაინც შევიდეს იმ ვითარებაში, როცა ეს ტერიტორიები გახლავთ ოკუპირებული, ვიდრე არ იქნება მიღწეული დეოკუპაციის ამოცანა",-განაცხადა ქეთავან ციხელაშვილმა.  
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები