მილიონი ლარი ახალგაზრდების დასაქმებისთვის - იდეების კონკურსი იწყება

მილიონი ლარი ახალგაზრდების დასაქმებისთვის - იდეების კონკურსი იწყება

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ახალგაზრდული იდეების კონკურსს იწყებს.  როგორც განმარტავენ, კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად. შემოსულ პროექტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო  განიხილავს და გამოავლენს გამარჯვებულებს გამოავლენს . ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია: ა) დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება; ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი; გ) სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა; დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა (ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი)  უპირატესობა მიენიჭება: ა) პროექტებს მაღალმთიანი რეგიონებიდან; ბ) სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს; გ) სოციალური მეწარმეობის მიმართულებით წარმოდგენილ პროექტებს. პროექტები 18 მარტის ჩათვლით მიიღება.
ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ზვიად დევდარიანი 8 პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

06 ივნისი, 2018

"სიდას" ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 8 ივნისს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელს 8 პირის წინააღმდეგ შეიტანს. როგორც მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა...

ახალი სტატიები