გიგლა აგულაშვილი: საწვავის ეკომარკირების პროცესს ვიწყებთ

გიგლა აგულაშვილი: საწვავის ეკომარკირების პროცესს ვიწყებთ

გარემოს დაცვის სამინისტრო ნებაყოფლობითი ეკოლოგიური მარკირების სისტემის დანერგვას აპირებს. სისტემის დანერგვამდე ინიციატივა სამინისტრომ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის წევრებს გააცნო.
შეხვედრის შემდგომ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგა აგულაშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი კომპონენტი არის საწვავის ხარისხის გაუმჯობესება და მისი მონიტორინგი, შესაბამისად, ეროვნული სტანდარტების დადგენამდე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ძირითად იმპორტიორებთან, ასოციაციების წარმომადგენლებთან და შევთანხმდით, რომ დავიწყებთ ეკომარკირების პროცესს." ეკომარკირების პროცესს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი განახორციელებს.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები