მაისიდან საქართველოს ბაზარზე პირველი LED ტელევიზორი გამოვა

მაისიდან საქართველოს ბაზარზე პირველი LED ტელევიზორი გამოვა

  • 07 მარტი, 2016
  • 14:49
  • ადმინისტრატორი
ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქარხანა AG Microelectronics-ში ენერგოეფექტური (LED) ნათურების წარმოების პროცესი დაათვალიერა. როგორც ენერგეტიკის საინისტროდან იუწყებიან, მიმდინარე წლის 1 მაისიდან, საქართველოს ბაზარზე ქარხანაში წარმოებული პირველი ქართული LED ტელევიზორი გამოჩნდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ  დაგეგმილია მათი საექსპორტოდ გატანაც. ენერგეტიკის საინისტროს ცნობით, AG Microelectronics-სთან პარტნიორობით უკვე დაინტერესდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიცაა Microsoft, Fujitsu, Intel, Iberiasat, AG telekom. ისინი ინტერესდებიან როგორც უკვე მზა ნაწარმის შეძენით, ასევე ახალი ერთობლივი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნით. შპს AG Microelectronics-ი პირველი მიკროელექტრონული საწარმოა ამიერკავკასიის რეგიონში. ქარხანა ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული 3 მილიონი დოლარის ინვესტიციის შედეგად აშენდა. ასევე, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში 167 ათასი დოლარით დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წარმოების გაფართოება. AG Microelectronics-ის წარმოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დაწყებული მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული მოწყობილობებით (სატელევიზიო მიმღები, ძაბვის დამცველი, მოდემი, სმატრფონი, პლანშეტი, ნეთბუქი, ლედ ნათურა, ტელევიზორი) და დამთავრებული უახლესი მაღალტექნოლოგიური საზომი და საწარმოო მოწყობილობებით.    
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები