კახი კალაძე: პრობლემას ვერ ვხედავ, საქართველოს უზრუნველყოფა

კახი კალაძე: პრობლემას ვერ ვხედავ, საქართველოს უზრუნველყოფა "გაზპრომიდან" მოხდეს

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე საქარტველოში „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის შემოტანის პრობლემას ვერ ხედავს. თუმცა, კალაძის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო მეზობელი ქვეყნიდან, მაგალითად აზერბაიჯანიდან ვერ მიიღებს გაზის დამატებით მოცულობას. „ მე ამას ვუყურებ სუფთა ეკონომიკურ ჭრილში, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ჩემს ქვეყანას დაჭირდება, ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს დაჭირდება დამატებითი მოცულობები და შესაძლებლობა ვერ გვექნება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისას, რომ მოხდეს ბუნებრივი აირით საქართველოს უზრუნველყოფა თუნდაც „გაზპრომიდან“ ნაყიდი გაზით. ძალიან ცუდი იქნება, თუ ჩვენ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ჩავანაცვლოთ აზერბაიჯანი და მთლიანად შემოვიყვანოთ „გაზპრომი“, ეს ნამდვილად ცუდი იქნება“,-განაცხადა კალაძემ. მან აქვე დასძინა, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები