არაბული ფონდები საქართველოს საინვესტიციო გარემოს სწავლობენ

არაბული ფონდები საქართველოს საინვესტიციო გარემოს სწავლობენ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას პირადი მოწვევით საქართველოში მსხვილი არაბული ფონდების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან. საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პოტენციალს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის სახელმწიფოს ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალური დირექტორი, არაბთა საკოორდინაციო ფონდის, რომელიც საუდის არაბეთის, ქუვეითის, აბუდაბისა და კატარის სახელმწიფოების ფონდებისგან შედგება და ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები, აგრარული დარგის საექსპორტო პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. მინისტრის განცხადებით, არაბული ფონდების წარმომადგენლები დეტალურად შეისწავლიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. „დელეგაციის წევრებისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის კუთხით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებია, თუმცა ინტერესს ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სავაჭრო მიმართულებებითაც გამოხატავენ. იმედი გვაქვს, აღნიშნულ უმსხვილეს ფონდებთან მნიშვნელოვანი პროექტებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ფორმატი იქნება გრძელვადიანი და მასშტაბური“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. როგორც ქუვეითის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ისინი საქართველოში საირიგაციო და ენერგეტიკული მიმართულებით გეგმავენ პროექტების განხორციელებას. „დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გვქონდა პატივი შევხვედროდით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს. განვიხილეთ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობები. ვგეგმავთ არაერთი პროექტის განხორციელებას, მათ შორის, საირიგაციო და ენერგეტიკული მიმართულებებით“, - განაცხადა ქუვეითის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალურმა დირექტორმა, იუსეფ ალ ბადერმა. როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ აფრიკის და ევროპის მიმართულების პროგრამების დირექტორმა, ხალიდა ბუზარიმ აღნიშნა, ფონდის მიზანია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციური იდეების პილოტირებასა და კონკურენტიანობის ზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. დელეგაციის წევრები იმ საერთაშორისო უმსხვილესი ფონდების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციებს, საგრანტო პროგრამებს (ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური კვლევების მიზნით) საერთაშორისო და რეგიონული განვითარების საფინანსო ინსტიტუტების კაპიტალით უზრუნველყოფის ღონისძიებებს ახორციელებენ. ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით, აღნიშნული ფონდები მსოფლიოს მასშტაბით ხელს უწყობენ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სოციალური მომსახურების გაძლიერებას და პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობისა და ვაჭრობის ზრდას. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები