დავით ბაქრაძე: მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცხელი კონფლიქტები თავიდან ავირიდოთ

დავით ბაქრაძე: მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცხელი კონფლიქტები თავიდან ავირიდოთ

  • 06 ოქტომბერი, 2015
  • 13:16
  • ადმინისტრატორი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს საქართველო საერთაშორისო რადარებიდან არის გამქრალი, პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველო მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტები თავიდან ავირიდოთ.

"რაც შეეხება რადარებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო ასპარეზზე მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საკითხზე. პირველი-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შემცირდა 1 ქვეყნით, გაიზარდა და ყოველწლიურად იზრდება საქართველოს მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერა, ევროკავშირთან მიმართებაში ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, ჩვენ გვაქვს არსებით ღონისძიებათა პაკეტი ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენ წინ მივიწევთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი კონკრეტული მიღწევა და შედეგი საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიზიარებ განცხადებას, რომ რადარებიდან საქართველო არის გამქრალი და ეს ხელს უშლის მისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას. მნიშვნელოვანია, რომ ის შედეგები, რაც ჩამოვთვალე საერთაშორისო ასპარეზზე იქნა მიღწეული. რაც შეეხება რადარებს, თუ ის გულისხმობს ცხელ კონფლიქტებს, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცხელი კონფლიქტები საქართველოში თავიდან იქნას არიდებული",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები