მამუკა ბახტაძე: მაგისტრალის პროექტით თბილისი-ბათუმის სამგზავრო დრო 1 საათით შემცირდება

მამუკა ბახტაძე: მაგისტრალის პროექტით თბილისი-ბათუმის სამგზავრო დრო 1 საათით შემცირდება

საქართველოს რიკინგზის ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად დღეს თბილისი-მახინჯაურის მთავარი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობა დაათავლიერა.
"დღეს დავასრულეთ მოდერნიზაციის ფარგლებში მერვე გვირაბის გაყვანა. პროექტი საქართველოს რკინიგზის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის მიზანია გავზარდოთ გამტარუნარიანობა ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტების განვითარებისთვის, ამიტომ მისი დასრულების ვადად 2019 წელია განსაზღვრული, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ანაკლიის პორტის მშენებლობის დამთავრებასთან. ამ პროექტით თბილისიდან შავი ზღვისპირეთის მიმართულებით დროის შემცირებას შევძლებთ, კონკრეტულად ბათუმის შემთხვევაში დრო ერთი საათით შემცირდება", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები