დიმიტრი ქუმსიშვილი: ICAO-მ საქართველოს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ICAO-მ საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოუხსნა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოუხსნა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა საერთაშორისო ვალდებულება.

"სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც ეწოდება ICAO, საქართველოს წითელი ალმის სტატუსი მოუხსნა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიების რეგისტრაცია კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული ავიაკომპანიები არიან თავიდან ბოლომდე შემოწმებული,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები