"შემოსე თანამოქალაქე"-სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად პროექტი იწყება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროექტ "შემოსე თანამოქალაქეს" იწყებს. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი  და უსასყიდლოდ განაწილება მთელი საქართველოს მასშტაბით. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  განთავსდება  სპეციალური ყუთები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  ,,მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში დაგეგმილი სოციალური პროექტის „ შემოსე თანამოქალაქეს“ პრეზენტაცია ახალ სპორტის სასახლეში ხვალ მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში  გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი  სამინისტროსა და პროექტის პარტნიორებს  - ააიპ“ სტუდენტურ ერთიანობას, სს“ ფრეგო“-ს, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა- დავითიანნისა და  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის. მემორანდუმს ხელს აწერენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ თავმჯდომარე ბექა ღაჟონია, კომპანია „ფრეგოს“ გენერალური დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი, ,,საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის’’გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა- დავითიანნის ლიდერი კონსტანტინე სვანაძე.   „შემოსე თანამოქალაქე“ საქველმოქმედო პროექტია და ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი  უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიიტანოს:
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • ახალი სპორტის სასახლე
  • რუსთავის გზატკ. 247
  • აწყურის ქ. და რკ. ხიდს შორის
  • მოსკოვის გამზ. წისქვილკომბინატთან
  • აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ.
  • გია გულუას ქუჩა
  • გმირთა მოედანი
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  • სამების საკათედრო ტაძარი
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები