დიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახეთმა საქართველოში 300 000 000 დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა

დიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახეთმა საქართველოში 300 000 000 დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა

ყაზახეთი არის, იყო და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში 300 000 000 დოლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. მათ შორის არის ბევრი წარმატებული პროექტი, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებს სასტურმო "რადისონში" განუცხადა, სადაც foorbes საქართველო და ყაზახეთის ორგანიზებით საინვესტიციო ფორუმი მიმდინარეობს.
"დღეს, ყაზახი სტუმრების აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ ლოგისტიკურ პროექტებზე, ტრანსპორტზე,  იმ ბიზნეს გარემოზე, რომელიც დღეს ჩენს ქვეყანაშია, რომელიც გაუმჯობესებულია და რა თქმა უნდა, შევთავაზებთ იმ პოტენციალს რომელიც გვაქვს უძრავ ქონებაში, ტურისტული ბიზნესის განვითარებაში. დეტალურად გავაცნობთ იმ წამახალისებელ პროგრამებს, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. ვიმედოვნება, საბოლოო ჯამში  კარგი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კიდევ ერთხელ მოხდება დამეგობრება ყაზახურ და ქართულ ბიზნესს შორის. შესაბამისად ჩვენ მივიღებთ ახალ ინვესტიციებს ქვეყანაში. ახალ სამუშაო ადგილებს, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები