გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყნის სიძლიერე, სოფლის სიძლიერეზეა დამოკიდებული

გიორგი კვირიკაშვილი: ქვეყნის სიძლიერე, სოფლის სიძლიერეზეა დამოკიდებული

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რადისონში“ , სადაც ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაცია იმართება, იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მთავრობამ 4 წლის განმავლობაში წამოიწყო. პრემიერის თქმით, ქვეყნის სიძლიერე, სოწრედ სოფლის სიძლიერეზეა დამოკიდებული. „ჩვენი საქმით დავადასტურეთ, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. კარგად გვაქვს გაცნობიერებული , რომ სოფლის სიძლიერეზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. ამიტომ დავიწყეთ პრაქტიკულად განადგურებული დარგის აღორძინება. გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები სოფლის გადარჩენისთვის, გლეხებისა და ფერმერების წახალისებისათვის, თითქმის 4 წელია ვახორციელებთ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოსდევს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გლეხებისა და ფერმერების დასაქმებას და წახალისებას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე რეალიზებაში. ეს ყველაფერი ერთად არის, სოფლად სამუშაო ადგილების შექმნის მყარი გარანტი. აქტიურად ვთანამშრომლობით კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან. ამის შედეგად გვაქვს მნიშვნელოვანი ძვრები კონკრეტული მიმართულებებით. ასეულობით დონორმა უკვე ისარგებლა სოფლის პროექტებით და ამან მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები