დიმიტრი ქუმსიშვილი: ვალუტა გადავახურდავოთ მაშინ, როცა გვჭირდება

დიმიტრი ქუმსიშვილი: ვალუტა გადავახურდავოთ მაშინ, როცა გვჭირდება

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოსახლეობას და კომპანიებს ურჩევს, ვალუტა მხოლოდ მაშინ გადაახურდავონ, როცა ის სჭირდებათ. მისი თქმით, მათ ვალუტის მოლოდინებზე არ უნდა ითამაშონ. "ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება სწორი არ არის, იმიტომ რომ ეს არის თავისუფალი და ღია ბაზარი, შესაბამისად, ბაზარზე არის მოთხოვნა, მიწოდება. ბაზარზე მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, კომპანიებს, რომ ვალუტის მოლოდინებზე არ ვითამაშოთ, ვალუტა გადავახურდავოთ მაშინ, როდესაც ის ჩვენ გვჭირდება,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები