პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთში ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთში ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია.
მისი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. „ბუნებრივია, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია, სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან თავიანთი საქმეების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდების გარეშე. საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს მშვიდობიანი გზით და გამორიცხული იყოს, ძალადობა, მითუმეტეს რამე მსხვერპლი“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოხუმში 5 ივლისს, რაულ ხაჯიმბასა და დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის აღება შტურმით სცადა. საპროტესტო აქციის დაახლოებით 700-მდე მონაწილე, დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრის ლეონიდ ძაპშბას გადადგომას ითხოვდა. ხაჯიმბამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღებას ოპოზიციის მიერ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა უწოდა. დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ მზადაა ხალხის მოთხოვნის შემთხვევაში, თანამდებობა დატოვოს. როგორც სააგენტო РИА Новости იტყობინება, აღნიშნულის შესახებ რაულ ხაჯიმბამ სოხუმში მხარდამჭერ მიტინგზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები