ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არასასიამოვნო სიურპრიზებს არ ველოდებით

ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არასასიამოვნო სიურპრიზებს არ ველოდებით

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპაში პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცედურული საკითხებია დარჩენილი, რაც შესაბამის სტრუქტურებში თანმიმდევრულად მიმდინარეობს. „5 სექტემბერს იგეგმება „ლიბეს“ კომიტეტში კენჭისყრა, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური პოზიტიური განცდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ 5 სექტემბერს ლიბეს კომიტეტში დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე ჩაინიშნება ევროპარლამენტის პლენარული სესიის დღის წესრიგში და მიიღებენ გადაწყვეტილებას. გვაქვს პოზიტიური განცდა, ასეთია დამოკიდებულება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა. ველოდებით, რომ არასასიამოვნო სიურპრზიები ამ კუთხით არ იქნება“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები