საქართველოს პრეზიდენტმა, აჭარის მთავრობა გადააყენა და რწმუნებული დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, აჭარის მთავრობა გადააყენა და რწმუნებული დანიშნა

გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის დღემდე მოქმედი მთავრობა გადააყენა, ხოლო დროებით რწმუნებულად ზურაბ პატარაძე დანიშნა, რომელიც არჩილ ხაბაძის ერთადერთ შემცვლელად სახელდება.
იურისტების განმარტებით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა აჭარის კონსტიტუციით იხელმძღვანელა. კონსტიტუციის ამ მუხლის გამოყენებით, რწმუნებული 2 თვის ვადით ინიშნება, შესაბამისად ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცედურები იწყება. პრეზიდენტი, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს დილიდან მართავს. დღესვე უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა იგეგმება, რომელზეც ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება. მმართველი პარტიიის წარმომადგენლები, ახალი თავმჯდომარის არჩევას 12 ხმით ვარაუდობენ. მათივე ვარაუდით, მხარდამჭერებს შორის იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიციამ კონსულტაციები, პრეზიდენტამდე თავმჯდომარეობის კანდიდატთან გამართა. გავრცელებული ინფორმაციით მხარდაჭერის სანაცვლოდ, დეპუტატების ნაწილი ზურაბ პატარაძეს ეკონომიკის მინისტრის გათავისუფლებას სთხოვს. არჩილ ხაბაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 6 ივლისს დატოვა. განცხადება მან საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. ხაბაძის თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. ხაბაძემ ბრიფინგზე რეგიონის მთავრობის ოთხწლიანი საქმიანობა შეაფასა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა დააანონსა. უკვე მეცხრე დღეა არჩილ ხაბაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დავით ბალაძე, ზაურ ფუტკარაძე, გიორგი თავამაიშვილი, ნუგზარ სურმანიძე, ასევე მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტების ხელმძღვანელები მოვალეობის შემსრულებლები არიან. არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად 2012 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დასახელდა. 2012 წლის 30 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძეს და ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ხაბაძის მინისტრთა კაბინეტი ხელისუფლებაში 44 თვის განმავლობაში იყო.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები