კახა კალაძე: ტყიბულის მოსახლეობა ზამთარში ბუნებრივი აირით ისარგებლებს

კახა კალაძე: ტყიბულის მოსახლეობა ზამთარში ბუნებრივი აირით ისარგებლებს

პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტყიბულში, სადაც პრემიერმა თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა მოსახლეობას,  იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ტყიბულში განხორციელდა. „ ჩვენ ერთად, თქვენი დახმარებით, ამ ქალაქში  ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ და მე მინდა შევეხო გაზიფიცირების პროექტს, რომელიც თითოეული თქვენთაგანისთვის მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ მაგისტრალის მშენებლობა არის დასრულებული, უკვე მოხდა ამ მილსადენების გადაცემა კომპანია „სოკარზე“,  დაიწყება აბონენტების დაერთება, ანუ თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა უკვე ზამთარში ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ბატონმა პრემიერმა ისაუბრა იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი“,- განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. ტყიბულისა და თერჯოლის  გაერთიანებული საარჩევნო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ პარტიის წევრები- მამუკა მდინარაძე და ელისო ჩაფიძე, რომელიც ასევე არის ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები