მიხეილ გიორგაძე: ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა გადადგეს

მიხეილ გიორგაძე: ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა გადადგეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობის დატოვება შესთავაზა. "დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს მე შევთავაზე დატოვოს თანამდებობა, დაკავებული პოზიციები. მათგან ველოდები შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას დღის ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით",- განაცხადა გიორგაძემ. ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ საპროტესტო აქციებიც გამართეს. უკვე რამდენიმე თვეა დასის წევრები, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კინწურაშვილს უპირისპირდებიან და მას არაკომპეტენტურობაში, თეატრის არასწორ მართვასა და მიკერძოებული საკადრო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები