კახა კალაძე: NDI-ის კვლევებზე რეალობისგან განსხვავებული შედეგი დგებოდა

კახა კალაძე: NDI-ის კვლევებზე რეალობისგან განსხვავებული შედეგი დგებოდა

NDI-ის კვლევებს რაც შეეხება, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ კვლევებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რადგან მათ მიერ გასაჯაროებული კვლევები ხშირად არ ასახავს რეალობას. სულ სხვა შედეგი დგებოდა, როგორც არჩევნების, ასევე ზოგადად, - ამის შესახებ, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "თვითონ პრობლემებს რაც შეეხება, სიახლე არ არის ის, რომ უმუშევრობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ქვეყანაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ყველაზე მეტი ინფორმაცია, ასე რომ ვთქვათ, მოდის ხალხისგან. ყველა შეხვედრაზე დაგვყვებით, თქვენ ხედავთ, როგორი ხალხმრავალია შეხვედრები. ხალხთან კომუნიკაცია ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს მოსახლეობას. ამ ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 70 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. საჭიროა დაახლოებით 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ იმ გზით, იმ სწორი რეფორმებით, რომელიც განხორციელდა ეკონომიკაში, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები