კახა კალაძე: ფრაზა

კახა კალაძე: ფრაზა "ქალები ჭორაობენ" წამომცდა, ვაღიარებ დანაშაულს!

"ვაპირებდი რეგიონებიდან თბილისში დაბრუნებისთანავე გამეკეთებინა განმარტება ჩემს უნებურ , მექანიკურ ფრაზაზე ქალბატონების ჭორაობის შესახებ, რომელიც ცილისწამებაზე კომენტირებისას ვთქვი…" - ამის შესახებ, ვიცეპრემიერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. "მე ჯერაც გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ, იმ არაკორექტული და მიკერძოებული განცხადების გამო, პლუს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი, რომ წამომცდა ის რასაც არც ვფიქრობ, არც განვიცდი და არ არის ჩემი მსოფლმხედველობის ნაწილი. გულწრფელად გეტყვით , იმდენად გამჯდარია მეტყველებაში ფრაზა-ქალები ჭორაობენ, რომ, სხვა რამეზე კონცენტრირებულს წამომცდა. ვაღიარებ დანაშაულს!!! ყოველთვის ქალების, გენდერული თანასწორობის დამცველი ვიყავი, ნეტავი სხვა რეალური პრობლემები არ იყოს ჩვენს ქვეყანაში ქალებთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკოსების და საჯარო პირების არაკორექტულად ან უნებურად ნათქვამი ხდებოდეს მსჯელობის ან კრიტიკის საგანი! იმედია ეს დროც მალე მოვა. მე არც აქამდე ვაკლებდი ქალების უფლებების დაცვას ძალისხმევას არც მომავალში ვიქნები პასიური ამ თემასთან მიმართებაში!", - წერს კალაძე facebook-ში.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები