კახა კალაძე: ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ საქართველოში რაიმე რეჟიმის დამყარებას

კახა კალაძე: ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ საქართველოში რაიმე რეჟიმის დამყარებას

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას, პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მცხეთელებს სიტყვით მიმართა: "ჩვენი არჩევანი ნათელი და ცალსახაა - ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ, რომ საქართევლოში რაიმე სახის რეჟიმი დამყარდეს, ვინმეზე ძალადობდნენ, ქონებას ართმევდნეს, სიტყვის თქმას უზღუდავდნენ! ღირსება და მხარდამხარ ბრძოლა თუ შრომა ჩვენი ცხოვრების წესია! ჩვენ გვმართავს კანონი! კანონი არის ყველასთვის უზენაესი. ჩვენ ვემორჩილებით მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც არის გარანტი ჩვენივე თავისუფლების! ჩვენმა ხელისუფლებამ პირველად გადადგა რეალური ნაბიჯები მთის განვითარებისათვის, მივიღეთ რა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ეს არაა მხოლოდ დაპირება, ეს მაღალმთიანი რეგიონების აღორძინების გეგმის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია - შესრულებული ნაწილი! ჩვენ ამ გეგმას ბოლომდე მივიყვანთ! ჩვენ ავაღორძინებთ მთასაც და ბარსაც! ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მძიმე მემკვიდრეობას, ერთად დგომით, მხარდამხარ ბრძოლითა და შრომით, ჩვენი ღირებულებების, მამა-პაპათა ადათებისა და ტრადიციების პატივისცემით, თავისუფლები დათავაწეულები ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს. ჩვენგან ხელის გაწვდენაზე, აქვე ახლოს, ორი არაგვი ერთვის ერთმანეთს და ერთმანეთთან შესისხლხორცებული მძლავრად მიაგორებს ტალღებს წინ," - განაცხადა კალაძემ.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები