კახა კალაძე: ეს ომი არ დასრულებულა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი!

კახა კალაძე: ეს ომი არ დასრულებულა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი!

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენისას, პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მცხეთელებს სიტყვით მიმართა: "გარდამტეხი და მნიშვნელოვანი პერიოდი გვიდგას ახლა! ჩვენი ხელით იქმნება საქართველოს მომავალი და ეს მომავალი უნდა იყოს ისეთი, როგორსაც ჩვენი წინაპრები შენატროდნენ, რომლისთვისაც ხალხი თავს სწირავდა, სისხლს ღვრიდა და შენატროდა! ჩემთვის პირადად მცხეთა არის წინაპრების სიბრძნის, სულიერების და ჩვენი ქვეყნის მარადიულობის სიმბოლო!" - გნაცხადა კახა კალაძემ. "ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ ქვეყნის სწორი გზით განვითარება!. ახლა კედლების აშენების წლები მოდის -- პროცესი საინტერესოა , საპასუხისმგებლო და ვალდებულებებით დატვირთული! ჩვენ თითოეული, დიდი თუ პატარა საქმე უნდა შევასრულოთ პასუხისმგებლობით, გულიანად და საფუძვლიანად. ჩვენი დღევანდელი , ხვალინდელი შრომა არის საწინდარი ძლიერი განვითარებული და უზრუნველყოფილი ქვეყნის შექმნის! მცხეთის უძველეს მიწას , კედლებს და ტაძრებს, ახსოვთ ბევრი ბრძოლა, ბევრი მარცხი და აღზევება ჩვენიხალხის, არსად ისე არ ტრიალებს თავისუფლების სული როგორც აქ, ამ უძველეს მიწაზე. თავისუფლება ეს არის ის მონაპოვარი, ის საგანძური რაც საუკუნეების მანძილზე იყო ძვირფასი ჩვენი ხალხისთვის. ბოლოს ამის საფრთხე გაურკვეველი ფორმის და შინაარსის რეჟმის პირობებში შეიქმნა და თანამედროვე ქართველმა, თანამედროვე მოქალაქემ მშვიდობიანად, ცივილურად მოიპოვა გამარჯვება ძალადობზე, ბოროტებაზედა ჩაგვრაზე. და დღეს, ამ წმინდა მიწაზე მემოგმართავთ თქვენ, თავისუფალ, ლაღ, ქედმოუდრეკელ და ღირსეულ მთიელებს თქვენ არ გჭირდებათ ამ სიტყვების მნიშვნელობის ახსნა რადგან ეს არაამხოლოდ სიტყვები, ეს ცხოვრების წესია, ეს ის სისხლი და გენია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო ეს ბრძოლა, ეს ომი არ დასრულებულა, ჩვენ ყველას ერთადისევ გვიხმობენ ჩვენი მიწა, ჩვენი სალოცავები, ჩვენი ოჯახები და ჩვენითემი ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი - დავრჩეთ თავისუფლები და ღირსეულები, თუ მივცეთ უფლება ვინმეს, კვლავ აღმართოს ხელი ამ ყველაფერზე და განუკითხაობა დათესოს მთელს ქვეყანაში!" - განაცხადა კახა კალაძემ.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები