დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ლარის კურსი დგება მოთოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, და აქ ხელოვნური ჩარევა არ ხდება. ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში წინა წელთან შედარებით შემომსვლელი ტურისტების უპრეცედენტო მაჩვენებელია, რატომ არის ლარის კურსი ასეთ მაღალ ნიშნულზე, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უპასუხა: "ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, შესაბამისად მოთხოვნა-მიწოდება ადგენს ლარის კურსს. ხელოვნური ჩარევა არ ხდება",- განაცხადა ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონაცემების მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებაში 2.34-იან მაჩვენებელზეა, რომელიც რამდენიმე კვირაა ნარჩუნდება.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები