ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, მშენებლობა დასრულდა

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, მშენებლობა დასრულდა

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, მშენებლობის პროცესი დასრულდა. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამ დროისთვის საგურამოჰესის სამანქანო დარბაზი მოწყობილია. ასევე, ევროპული წარმოების ტურბინა-გენერატორები და ტრანსფორმატორები დამონტაჟებულია. დასრულების ეტაპზეა ჰიდროელექტროსადგურის მართვის პანელების სამონტაჟო სამუშაოები. საგურამო ჰესის მშენებლობის მიზანია კომპანიის ენერგოეფექტურობის და დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგების გაუმჯობესება. უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიით საგურამოჰესის მშენებლობისთვის კომპანია 10.5 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტში 100-მდე ადამიანია დასაქმებული. საგურამოჰესის ამოქმედება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩართვა დაგეგმილია ოქტობრის თვის დასაწყისში, რაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სათავე ნაგებობებისა და სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს. ასეთი ტიპის მცირე, “მწვანე”, ანუ ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად.
გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები