კალაძე: მავთულხლართების ორივე მხარეს მყოფი ამ ქვეყნის შვილები ერთად უნდა დავდგეთ!

კალაძე: მავთულხლართების ორივე მხარეს მყოფი ამ ქვეყნის შვილები ერთად უნდა დავდგეთ!

"თუ გვინდა ყველა ეროვნების ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნება - ერთად უნდა დავდგეთ, ერთად უნდა ვეომოთ ჩვენს სისხლიან წარსულს ჩვენს ჭრილობებს და გაუცხოებას, მხოლოდ ასე დავძლევთ მტრობას, საერთო ტკივილს და შევქმნით მშვიდ, მშვიდობიან, საერთო მომავალს!" - ასე ეხმაურება ვიცეპრემიერი კახა კალაძე 2008 წლის აგვისტოს ომს. როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ჯერ იყო შოკი, მერე ვერშეგუება და ბოლოს გაბრაზება. მისი აზრით, საქართველოს ყველა შვილი, მავთულხლართების რომელ მხარესაც არ უნდა იყონ ისინი ბოროტების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდნენ. "უმძიმესია ჩემთვის აგვისტოს ეს რამდენიმე დღე... 2008 წელს იყო ჯერ შოკი, შემდეგ ვერ შეგუება - წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი რამე შეიძლებოდა ჩემს სამშობლოში მომხდარიყო, მეგონა ეს ყველაფერი ჯერაც მოუშუშებელ 90-იანებში დარჩა, და ბოლოს გაბრაზება- რატომ?! და ყველა ასე გაბრაზებულები ვართ დღემდე - ამ ბრაზმა უნდა გაგვაერთიანოს ბოროტების წინააღმდეგ, ყველა მოქალაქე, ამ ქვეყნის ყველა შვილი - მავთულხლართის ორივე მხარეს. ამ ბრაზს ქვია დღეს პატრიოტიზმი - და თუ გვინდა ქართველობის, აფხაზობის , ოსობის შენარჩუნება, თუ გვინდა ყველა ეროვნების ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნება - ერთად უნდა დავდგეთ, ერთად უნდა ვეომოთ ჩვენს სისხლიან წარსულს ჩვენს ჭრილობებს და გაუცხოებას , მხოლოდ ასე დავძლევთ მტრობას, საერთო ტკივილს და შევქმნით მშვიდ, მშვიდობიან, საერთო მომავალს!" - წერს კახა კალაძე Facebook-ში.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები