აგვისტოს ომში დაღუპულ სასჯელაღსრულების თანამშრომლებს უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიენიჭათ

აგვისტოს ომში დაღუპულ სასჯელაღსრულების თანამშრომლებს უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიენიჭათ

  • 08 აგვისტო, 2016
  • 16:15
  • ადმინისტრატორი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეცრაზმის წევრებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უმაღლესი ხარისხის ჯილდო მიენიჭათ - ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. "კახა კახიშვილის ბრძანების საფუძველზე სამინისტროს უმაღლესი ხარისხის ჯილდო - პირველი ხარისხის მედალი „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ - პირველად, სწორედ, 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპულ სპეცრაზმელებს გოჩა ილურიძეს, ილია შავერდაშვილს, გიორგი აბიათარსა და ბესიკ მამიაურს მიენიჭათ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპულ მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს მშობლიურ რაიონებში ჩააკითხეს და ჯილდო პირადად გადასცეს. ამასთან, დაღუპულ ჯარისკაცებს სამხედრო პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინით შეამკეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ დაპირისპირებას სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის გარე დაცვის ოთხი რიგითი ემსხვერპლა. დაღუპული ჯარისკაცები ყვარლის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს რაიონებში არიან დაკრძალულნი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

20 ივნისი, 2018

99 მომხრე , 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით...

ახალი სტატიები