პრეზიდენტი: გილოცავთ ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას!

პრეზიდენტი: გილოცავთ ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას!

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ძალოსანი ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოეხმაურა.
"გილოცავთ ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას, პირველ ოქროს და ახალ მსოფლიო რეკორდს!",- წერს მარგველაშვილი. შეგახსენებთ, ძალოსანმა ლაშა ტალახამძემ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშამ ატაცში 215 კილო დააფიქსირა, ხოლო აკვრაში - 247 კგ. საერთო ჯამში ტალახაძემ 462 კილო დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი ძალოსანი ვეღარ გადაუსწრებს. მისმა მთავარმა მთავარმა კონკურენტმა, ირანელმა ძალოსანმა კი აკვრაში სამი ცდა გააცუდა და ლაშა ნაადრევად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ირაკლი თურმანიძემ კი ატაცში 207 დააფიქსირა, აკვრაში კი 241, ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ცდაზე ლაშა ტალახაძემ 258 დააფიქსირა ორჭიდში და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

11 საათის წინ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება...

ახალი სტატიები